COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. პროცესში კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები.
"თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში, ამჯერად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა ვაქცინით იცრებიან.
როგორც Pfizer-ით, ისე Sinovac-ითა და Sinopharm-ით, სამინისტროს თანამშრომლებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, კვირის ნებისმიერ დღეს შეუძლიათ აიცრან. ამ დროისთვის, სამინისტროს 20 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.