ზამთრში ჰაწვალზე ასვლას დამსვენებლები ახალი, ულტრათანამედროვე საბაგირო გზით შეძლებენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მოხდება ჰაწვალი-ზურულდის დაზიანებული საბაგირო გზის დემონტაჟი და ახლის დაყენება, რომელიც უსაფრთხოების ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს.
ახალი საბაგიროს გამართვის ბოლო ვადა 2021 წლის 31 დეკემბერია.