საქართველოს დიდ ქალაქებში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი, რომელიც დიდი ამცრელი სივრცეებისკენ მოსახლეობას გადაიყვანს მაშინ, როდესაც 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტი იზღუდება.
"დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონდა წინადადება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭომ დაუჭირა მხარი, რომ განსაკუთრებით დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში დაინიშნება სპეციალური ტრანსპორტი დიდი ამცრელი სივრცეებისკენ," – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.