მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში მოქალაქეების წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აცრები დილიდან მიმდინარეობს. მოქალაქეებს "ფაიზერის", "სინოვაკის" და "სინოფარმის" არჩევანი აქვთ. ყოველდღიურად გაზრდილი ინფიცირების პარალელურად, იზრდება ვაქცინაციაზე მიმართვიანობის მაჩვენებელიც. ბოლო მონაცემებით, 25 432 ადამიანი აიცრა. მედიკოსებს იმედი აქვთ, დაწესებული შეზღუდვები შედეგს გამოიღებს და მომდევნო 2 კვირაში ინფიცირების რაოდენობა იკლებს.
ადგილზე ვაქცინაციას რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფს.
"მოქალაქეს შეუძლია მოვიდეს, ჩადგეს ცოცხალ რიგში, რომელიც იმის გამო რომ ძალიან ბევრი დამხმარე პერსონალი გვყავს, პრაქტიკულად რიგში დაყოვნება არ ხდება, გაიაროს რეგისტრაცია ადგილზე ოპერატორთან, გაიაროს კონსულტაცია ექიმთან, დაასახელოს მისთვის სასურველი ვაქცინა, აიცრას ამ ვაქცინით და გაატაროს კომფორტულ სივრცეში დაწესებული 30-45 წუთი და ვაქცინირებულმა დატოვოს სივრცე. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ეს არის ძალიან კარგი შანსი იმისათვის, რომ ბოლო მოვუღოთ პანდემიას და გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან," - აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძემ.