16 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"ლელო ზრუნავს შენზე" - პარტია "მოქალაქეებს" ვაქცინაციაზე რეგისტრირებას და ექიმების უფასო კონსულტაციას სთავაზობს

"ლელო ზრუნავს შენზე" - პარტია "ლელო საქართველოსთვის" ახალ კამპანიას იწყებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვატო სურგულაძის განცხადებით, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას.

მისი თქმით, "ლელოს" თანამშრომლები დაეხმარებიან მოსახლოებას ვაქცინაციაზე დასარეგისტრირებლად; კითხვების შემთხვევაში კი ყველა ადამიანს ექნება საშუალება დაუკავშირდნენ "ლელოს" ექიმებს.

"ქვეყანა დგას ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე. "ლელო" იწყებს აქტიურ კამპანიას სახელით "ლელო" ზრუნავს შენზე". ამიტომ, ვეცდებით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავარწმუნოთ ვაქცინაციის სიკეთეში, უფრო მეტი ადამიანი ჩავწეროთ ვაქცინაციაზე და, იმ შემთხვევაში, თუ ექნებათ პრობლემები, ამ პრობლემების გადაჭრაშიც დავეხმაროთ,"-განაცხადა ვატო სურგულაძემ. 

დღის ამბები