გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე, ვაქცინაციის პროცესი ტემპებს იკრეფს - მარტივდება პროცედურები - თბილისსა და მცხეთაში ახალი სივრცე გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს სასურველი აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალ რიგში ჩადგომით შეუძლიათ.
იმისთვის, რომ საგანგაშო სტატისტიკამ იკლოს, ხვალიდან იმოქმედებს ახალი შეზღუდვები.
სპეციალისტები გარკვეული შედეგის მიღებას ორ-სამ კვირაში ელიან. რამდენად მძიმე იქნებადარჩენილი პერიოდი, ამის პროგნოზი რთულია.
ჯანდაცვის სისტემა კრიტიკულ ზღვარზეა - 8 000 საწოლიდან პაციენტის მისაღებად დარჩენილია 500.