მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელმა 208 მილიონს გადააჭარბა. გარდაცვლილთა რიცხვი ოთხ მილიონს აღემატება.
საგანგაშო სტატისტიკის ფონზე ექიმები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ.
მედიკოსთა თქმით, სწორედ ზრდასრულების ვაქცინაცია იქნება ფარი ბავშვებისთვის, რომელთა ინფიცირების მაჩვენებელი ბევრ ქვეყანაში გაიზარდა. მათ შორისაა აშშ და ინდონეზია.
დელტა შტამის გამოწვევების ფონზე ქვეყნების ნაწილი გარკვეულ ზომებს იღებს - მაგალითად, თურქეთი მოზრდილებს 15 წლიდან, ხოლო ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს 12 წლიდან ცრის.