20 ნოემბერი 2024,   03:06
ვრცლად
როცა ავცრით ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ორჯერადად, მაშინ რა თქმა უნდა მიზანშეწონილი იქნება უკვე მესამე დოზაზე საუბარი - ამირან გამყრელიძე

ვირუსის დამარცხების და გარდაცვალების შემცირების მთავარ მექანიზმად მედიკოსები ვაქცინაციას მიიჩნევენ. ხშირია არასრულწლოვნების ინფიცირების შემთხვევები. მიზეზად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აუცრელობას ასახელებენ.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში შემოდგომაზე, სავარაუდოდ, 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრა დაიწყება - ამის შესახებ დღეს ამირან გამყრელიძემ ისაუბრა.

დაავადების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ასევე ისაუბრა ვაქცინის ე.წ. ბუსტერული, მესამე დოზის საჭიროებაზე, რასთან დაკავშირებითაც მიიჩნევს, რომ საქართველო გადაწყვეტილებას გვიან შემოდგომაზე მიიღებს.

"ჩვენ როცა ავცრით ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს ორჯერადად, მაშინ, რა თქმა უნდა, მიზანშეწონილი იქნება უკვე მესამე დოზაზე საუბარი.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ მესამე დოზა და ზოგადად ბუსტერი ამ პანდემიის პერიოდში საჭირო გახდება რაღაცა დროს, მაგრამ ჯერჯერობით მტკიცებულება იმისა, რომ ეს იქნება 6-8-10 თვის შემდეგ, არ არის. შესაბამისად საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილებისა, საქართველოც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობ, გვიან შემოდგომაზე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები