მონასტერში, რომლის მონაზონი სოსანა (ვასაძე) გუშინ კორონავირუსმა იმსხვერპლა, კარანტინი გამოცხადდა და შესვლა აიკრძალა. ამის შესახებ განცხადებას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს
"კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე სარფის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტერში გამოცხადდა კარანტინი, შესვლა აკრძალულია.
გთხოვთ მოიხსენოთ ლოცვებში მონაზონი სოსანა," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.