სამედიცინო პორტალი "მედგიდი" სოციალური ქსელიდან ისევ წაიშალა. ჯგუფი რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და მასში 75 ათასი მომხმარებელი იყო გაწევრიანებული.
ეს პორტალის წაშლის უკვე მეორე შემთხვევაა. თემაზე განცხადება ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ გააკეთა.
"გამორიცხულია, facebook-ს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მოულოდნელად გაექრო ჩვენი ჯგუფი. არ ვიცი, ვინ დგას ამ ყველაფერის უკან, არ ვიცი, ვის რა უშავდებოდა იმით, რომ სრულიად გაუმართავი და უნიათო სისტემის გვერდით ვიდექით და ვიბრძოდით ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის. ისევ გავაკეთებთ ჯგუფს, ისევ გავაგრძელებთ ადამიანების დახმარებას, მათ გვერდით ვიქნებით და არასდროს ვუმტყუნებთ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სამედიცინო პორტალ "მედგიდის" ადმინისტრატორი სოფო ჯაფარიძე.