20 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
აცრა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პირველ რიგში ჩემს შვილებს ვიცავ - მძიმე ეპიდვითარების პარალელურად ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - კორონავირუსს ბოლო 24 საათის განმავლობაში 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაინფიცირდა 4743 ადამიანი.

ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო, აუცრელი მძიმე პაციენტების გადარჩენას ექიმები ვერ ახერხებენ. მედიკოსები მოქალაქეებს დახმარებას სთხოვენ და მოუწოდებენ აიცრან, რათა დაიცვან თავიანთი და სხვისი სიცოცხლე.

მძიმე ეპიდვითარების პარალელურად, ქვეყანაში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 24 000-მდე ადამიანი აიცრა. 

საქართველოს მასშტაბით 10-მდე ამცრელი ცენტრია გახსნილი, სადაც მოქალაქეებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ აცრა.

"კურიერი" ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში იმყოფებოდა, სადაც ამცრელი ცენტრია გახსნილი. იქ აცრის მსურველთა ნაკადი დილიდან არ წყდება. მოქალაქეები ამბობენ, რომ აცრით საკუთარ ახლობლებსა და გარშემომყოფებს იცავენ. 

"Pfizer-ს ვიკეთებ და აცრა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემს შვილებს ვიცავ პირველ რიგში, ჩემი ოჯახის წევრებს და ყველა გარშემომყოფს," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები