02 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
ანგელა მერკელი რუსეთს ეწვევა

ანგელა მერკელი რუსეთს ეწვევა. ეს მისი გერმანიის კანცლერის რანგში მოსკოვში ბოლო ვიზიტი იქნება.

მედიის ცნობით, შეხვედრა დღეს შედგება, სადაც მხარეები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის იქნება პანდემია, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მდგომარეობა, ვითარება ბელარუსსა და ავღანეთში.

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს მერკელი ასევე ისაუბრებს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის" საკითხზე.

დღის ამბები