20 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ COVID-19-ის სწრაფი ტესტი აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდეს

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ COVID-19-ის სწრაფი ტესტი აუცრელი ადამიანებისთვის ფასიანი გახდეს.

"ჩვენ არ გავუწევთ რეკომენდაციას, რომ ორჯერადად აცრილებისთვის სწრაფი ტესტი ფასიანი იყოს. ორჯერადად აცრილებისთვის, ვისაც რეგულარული ტესტირება ეკუთვნით, ამას სახელმწიფო დააფინანსებს. აი, ვინც არ იქნებიან აცრილები, მათზე ვფიქრობთ, რომ შევიდეთ ამ წინადადებით.

კეთილი ინებონ და დამსაქმებელმა ან თვითონ დასაქმებულმა თავად უზრუნველყონ ტესტირების ფასის გადახდა. ჩვენ ვთავაზობთ, რომ ისინი იყვნენ აცრილები. რა თქმა უნდა, თუ აბსოლუტური წინააღმდეგი ჩვენებაა და ადამიანი ვერ იცრება, მისთვის ისევ უფასო დარჩება ტესტირება", - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

დღის ამბები