24 აპრილი 2024,   03:11
ვრცლად
ცეცხლის ქრობა, მოქმედების წესები და სამედიცინო დახმარება - სწავლება ტყის ხანძრების წინააღმდეგ დაიწყო

სწავლება ტყის ხანძრების წინააღმდეგ - რა უჯდება ბუნებას უყურადღებოდ დარჩენილი კოცონი და სიგარეტის ერთი ნამწვი.

მხოლოდ მიმდინარე წელს ქვეყანაში ხანძრის შედეგად 421 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი ტყის მასივებზე მოდის.

ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის და ტურისტული სეზონის აქტიური ფაზის გამო ტყის ხანძრების რისკებს ზრდის.

მათი პრევენციისთვის ეროვნული სატყეო სააგენტო უკვე რამდენიმე თვეა სპეციალურ ღონისძიებებს ატარებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით მეტყევეების გადამზადების კურსს ატარებს. პროცესში აქტიურად მონაწილეობენ მეხანძრე-მაშველები.

დღის ამბები