დღეს რეკორდულად მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი დაფიქსირდა კორონავირუსით საქართველოში, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი მომდევნო დღეებში, შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს.
ეპიდემიოლოგები სიკვდილიანობის ასეთ დიდ რაოდენობას, დელტა შტამის აგრესიული მიმდინარეობას უკავშირებენ.
ექსპერტები, ასევე, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის უმთავრესს მიზეზზე საუბრობენ. სწორედ იმიტომ, რომ ინფიცირებულთა 90%ზე მეტი აუცრელი პაციენტია, ქვეყანაში საწოლფონდის რაოდენობა თითქმის ამოწურულია.
ამას დიღმის საველე ჰოსპიტალში ინფიცირებულთა გადაყვანაც მოწმობს. ეპიდემიოლოგების თქმით, პანდემიის შეჩერება და სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ იმუნიზაციას შეუძლია.