20 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ამცრელ პუნქტებთან ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად მოქალაქეებმა მერიას უნდა მიმართონ

რეგიონებში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტში ათობით მოქალაქე Sinovac-ისა და Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მარნეულში იმუნიზაციის 4 ცენტრია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ამცრელი პუნქტების დამატებაც.

მისივე თქმით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ვაქცინაციის მსურველების ორგანიზებულად გადაყვანას მუნიციპალიტეტის სოფლებიდან ამცრელი პუნქტებისკენ და სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეებმა მერიას უნდა მიმართონ.

როგორც სახელმწიფო რწმუნებული აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად შესაძლებელია ორგანიზება გაუკეთდეს მოძრავ ამბულატორიებსაც, რომლებიც შევლენ სოფლებში და ადგილზე აცრიან მოსახლეობას. 

კლინიკებში ვაქცინაცია Sinovac-ით, Sinopharm-ით, AstraZeneca-თი და Pfizer-ით კეთდება.

დღის ამბები