17 მაისი 2024,   19:11
ვრცლად
კოვიდვითარება მსოფლიოში - ავსტრალიის პრემიერი ლოკდაუნის შეწყვეტას მოსახლეობის 70%-ის სრულად ვაქცინაციამდე არ აპირებს

COVID-19-ის დელტა შტამი სწრაფად ვრცელდება მსოფლიოს ქვეყნებში. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ვირუსის ვარიანტით განსაკუთებით არავაქცინირებული პირები ინფიცირდებიან, იმატა ჰოსპიტალიზებული ბავშვების რიცხვმაც.

ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო დღეიდან ლოკდაუნი გამოცხადდება ვიეტნამის ყველაზე დიდ ქალაქში. რთული ვითარებაა ირანშიც, სადაც 24 საათში 680 ინფიცირებული გარდაიცვალა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ლოკდაუნი იქამდე გაგრძელდება, სანამ ქვეყნის მოსახლეობის 70% სრულად არ აიცრება.

დღის ამბები