26 აპრილი 2024,   12:20
ვრცლად
დელტამ თამაშის წესები შეცვალა, მაგრამ ჩვენც შევცვალეთ მიდგომები, გავამკაცრეთ განგაშის დონე - ახალი ზელანდიის პრემიერი

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი აცხადებს, რომ ახალ ზელანდიაში გამკაცრებულია განგაშის დონე და საზოგადოება ვალდებულია პირბადეები ატაროს.

"როგორც ჩვენი გადაწყვეტილებებიდან ხედავთ, ჯერ კიდევ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში ვართ, მაგრამ მთავრობა და ჯანდაცვის გუნდი ვინარჩუნებთ თავდაჯერებულობას. დელტამ თამაშის წესები შეცვალა, მაგრამ ჩვენც შევცვალეთ მიდგომები. გავამკაცრეთ განგაშის დონე, გავაფართოვეთ კონტაქტების ძიება, უფრო მეტად მოვითხოვთ პირბადეების ტარებას და უფრო მეტ ადამიანს ვუტარებთ ტესტს,"- აცხადებს ჯასინდა არდერნი.

დღის ამბები