პარტია "დროას" რეგიონული ოფისი გაიხსნა ბათუმში. ის პოლიტიკური გაერთიანების ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გახსნა და ბათუმის მერობის კანდიდატიც წარადგინა. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით "დროას" პოზიტიური მოლოდინები აქვს.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ დიმიტრი ყველა სხვა ოპოზიციურ ძალასთან ერთად დადებს სწორედ იმ გამარჯვების შედეგს, რომელიც დღეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პარტიის რჩეული ბათუმის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი დიმიტრი დარჩია იქნება.
"მე მაქვს იმედი იმ ადამიანების, რომლებიც წლიდან წლამდე ყოველდღიურად მოგვმართავენ ჩვენ და გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. მე მათ ვეუბნები, რომ ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ და დავიცავთ ხმებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ 2021 წლის ოქტომბერს ეს პარტია წავიდეს ხელისუფლებიდან," - განაცხადა მერობის კანდიდატმა.