18 მაისი 2024,   22:01
ვრცლად
გახდება, თუ არა აცრა სავალდებულო საბანკო სექტორში დასაქმებულთათვის - საბანკო ასოციაცია დამატებითი რეგულაციების შემოტანას გეგმავს

დამატებითი რეგულაციების შემოტანას გეგმავს საბანკო ასოციაცია. საუბარია ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთზე ან რეგულარულ ტესტირებაზე.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ მათი მიზანია, დაიცვან სექტორში დასაქმებული ადამიანები კოვიდინფექციისგან და იზრუნონ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე.

საბანკო ასოციაცია იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით 80 პროცენტი აცრილი იქნება.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე აცხადებს, რომ საბანკო სექტორი აქტიურად განიხილავს დამატებითი რეგულაციების შემოღებას. 

"საბანკო სექტორი აქტიურად განიხილავს დამატებითი რეგულაციების შემოღებას. დიდი იმედი მაქვს, რომ წლის ბოლოს 80% ვაქცინირებული იქნება უკვე," - აცხადებს ძნელაძე.

დღის ამბები