01 სექტემბერი 2026,   15:46
ვრცლად
ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულების საბოლოო განაჩენი ცნობილი დღეს გახდება

ჟურნალისტ ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულების საბოლოო განაჩენი ცნობილი დღეს გახდება. სასამართლო სხდომა 09:30 საათზე უნდა დაიწყოს.

სამი პირის მიმართ მოსამართლეს ვერდიქტი ჯერ კიდევ 2 კვირის წინ გამართულ სხდომაზე უნდა გამოეტანა, თუმცა პროცესი გადაიდო.

დაკავებულებს ჯგუფურად ძალადობაში ადანაშაულებენ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 2 წლით პატიმრობა ემუქრებათ. სანაია იმედოვნებს, რომ სასამართლო ობიექტური იქნება. 

"მოსამართლეს დარჩა ერთადერთი პროცედურა, გადაწყვეტილების გამოცხადება. პირველმა ინსტანციამ ამოწურა საქმის არსებითი განხილვა, ჩვენ ველოდებით ერთადერთ გადაწყვეტილებას - ეს არის სამართლებრივი შედეგი, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ,"- აცხადებს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია.

დღის ამბები