22 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
2 მილიონი დოზა Pfizer-ის შემოტანაზე ვმუშაობთ - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა საყოველთაო იმუნიზაციაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო Pfizer​-თან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რის შედეგადაც შესაძლოა ქვეყანაში ვაქცინის 2 მილიონი დოზა შემოვიდეს. ასევე საუბარია ჩინური წარმოებიც ვაქცინის დამატებაზეც.

პრემიერის განცხადებით, სექტემბრის ბოლოს ქვეყანაში 2 მილიონამდე აცრილი ადამიანი იქნება.

"ჩვენ შემოვიტანეთ ვაქცინები, შემოტანილი გვაქვს მილიონობით ვაქცინა, კიდევ ვამატებთ ჩემი დავალებით, ვმუშაობთ 2 მილიონი დოზა "ფაიზერის" კიდევ შემოტანაზე, გვაქვს საშუალება და თუ საჭირო გახდება, კიდევ შემოვიტანთ ჩინურ ვაქცინებს. ეს ყველაფერი ჯამში მოგვცემს საშუალებას, ეს განსაცდელი ყველამ ერთად გადავტეხოთ.

ამ ტემპების შენარჩუნებით, ჩვენ შეგვიძლია, სექტემბრის ბოლოს 2 მილიონი ადამიანი იყოს აცრილი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები