05 სექტემბერი 2026,   01:22
ვრცლად
"არ დავაგდოთ ვაქცინაციის ტემპი და ვიაროთ ყველგან ნიღბით" - ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რეკომენდაციების დაცვისკენ. მათი თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში ავირიდებთ თავიდან ახალ შემთხვევებს. ეპიდემიოლოგები ყურადღებას ამახვილებენ აცრის მნიშვნელობაზეც და ამბობენ, რომ ქვეყანაში იმუნიზაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.

"ყველას მოვუწოდებთ, რომ ვაქცინაციის ტემპი არ დავაგდოთ, კარგი ტემპი გვაქვს და იმედია, რომ 30 ათასზე შევინარჩუნებთ ამ რიცხვებს. მეორე - უნდა ვცადოთ, რომ ვიაროთ ყველგან პირბადით და დავიცვათ დისტანცია და მოვერიდოთ თავყრილობებს," - ამბობს პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

თავყრილობებისთვის თავის არიდების აუცილებლობაზე საუბრობს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც, რადგან, მისი თქმით, სწორედ ასეთი თავშეყრებია ვირუსის გავრცელებაში ყველაზე დიდი "დამნაშავე". 

ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფომ, რეგულაციების დარღვევების შემთხვევაში, რეაგირება დროულად და ადეკვატურად უნდა მოახდინოს. 

დღის ამბები