საგარეჯოს სოფელ ბადიაურში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე 1 პირია დაკავებული. ამ დროისთვის უცნობია აღიარებს თუ არა, დაკავებული ბრალს.
დაზარალებულს რამდენიმე ჭრილობა სანადირო თოფით, თავის არეში აქვს მიყენებული. იგი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
ადგილობრივები ამბობენ, რომ დაჭრილი, სავარაუდო დამნაშავის ახლობელ ქალს უხამსი შინაარსის შეტყობინებებს უგზავნიდა, რაც კონფლიქტის მიზეზი გახდა.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობით მუხლით მიმდინარეობს. დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.