ზურაბ ზვიადაური კლინიკაში გადაიყვანეს - ექსკლუზიური კადრები "კურიერმა" მოიპოვა.
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური, თოდუას კლინიკიდან 2 საათიანი კვლევების შემდეგ, ე.წ მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მას ხერხემალი აწუხებს და არ არის გამორიცხული მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს.
კლინიკაში იმყოფებოდნენ ზურაბ ზვიადაურის ოჯახის ახლობლები და მისი ადვოკატი. როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, ზურაბ ზვიადაურს ხერხემლის პრობლემა დიდი ხანია აწუხებს, მას რამდენიმე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, კვლევების შემდეგ, მას ქირურგიული ჩარევა კიდევ ერთხელ დასჭირდეს.
9 აგვისტოს, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ზურაბ ზვიადაური დააკავეს. თელავის სასამართლომ, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ადვოკატებმა გაასაჩივრეს, თუმცა გუშინ გახდა ცნობილი, რომ სააპელაციო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა არ მიიღო. საქმეზე წარდგენილ ბრალს ზვიადაური არ აღიარებს.