20 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
გეგუთის გარდა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება - თამარ გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით გეგუთის გარდა სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის შემთხვევები არ ფიქსირდება.

"მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ზოგადად, პენიტენციურ სისტემაში ძალიან კარგად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და დიდი ნაწილი თანამშრომლების, ასევე, ბრალდებულების და მსჯავრდებულების, ორი დოზითაა ვაქცინირებული.

ამდენად, ინფექციის შიდა გავრცელების რისკი მინიმუმამდეა შემცირებული. გეგუთის შემთხვევაში, ნამდვილად დაფიქსირდა: თავდაპირველად, 1 შემთხვევა საკარანტინე სივრციდან გადაყვანილი პირი გაიტესტა რამდენჯერმე, თუმცა, 2 ტესტირების შედეგად პასუხი არ დადასტურდა და მხოლოდ მესამე ტესტირების შემდეგ მოხდა დიაგნოზის დადასტურება. ის მის თანამესაკნეებთან ერთად, უსიმპტომოა ყველა. რაც შეეხება გეგუთში მყოფ სხვა პირებს, ისინი გადავიდნენ აქტიური ტესტირების რეჟიმში. ინფექციის შემთხვევები სხვაგან არსად დაფიქსირებულა,"-განაცხადაც თამარ გაბუნიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები