27 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
ქაბულის აეროპორტში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, დაღუპულია 14 ადამიანი - ქვეყანა ამ დრომდე 82 000-მა ადამიანმა უკვე დატოვა

ტერორიზმის საფრთხის გამო დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ავსტრალია მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თალიბანმა უსაფრთხოების გარანტიები გასცა, არსებობს "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის საფრთხე.

ამასობაში ცნობილი გახდა, რომ თალიბანმა ფინანსთა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოზიციებზე დაჯგუფების ვეტერანი ლიდერები დაასახელა.

მათ შორის ერთი გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარია. სამხედროების ევაკუაცია დაიწყო თურქეთმა. ამ დრომდე ქვეყანა 82 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

ქაბულის აეროპორტის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 14 ადამიანი, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეები და ბავშვებიც არიან.

დასავლეთი ცდილობს საევაკუაციო სამუშაოები თვის ბოლომდე დაასრულოს, თუმცა რეალობა ერთია - ქვეყნიდან გაქცევის ყველა მსურველი ავღანეთის დატოვებას ვერ შეძლებს.

დღის ამბები