20 ნოემბერი 2024,   07:19
ვრცლად
თბილისში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. 

"კურიერის" ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "კურიერი" თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით. 

შემთხვევა ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში წუხელ მოხდა.

საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღის ამბები