დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით ჯამში 1 095 069 აცრაა ჩატარებული, სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი - რაც მოზრდილი მოსახლეობის 12.1% შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეის, 27 აგვისტოს მონაცემებით, სულ 1 095 069 აცრა ჩატარდა. უწყების ცნობით, აქედან 1 დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.3%, სრულად ვაქცინირებულია 345 315 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის მონაცემებით, გუშინ, 26 აგვისტოს, საქართველოში 26 418 ადამიანი აიცრა.