16 ნოემბერი 2024,   20:22
ვრცლად
აქცია ქობულეთის მერიაში - საოჯახო სასტუმროების მფლობელები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ელოდებიან

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს, რომლებიც ამ წუთებში ქალაქის მერიის შენობაში საპროტესტო აქციას მართავენ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი შეხვდება. მოქალაქეები ჯაბა ფუტკარაძეს ამ წუთებში ელოდებიან.  

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქალაქის მერიის შენობის პირველი სართული დაიკავეს და შენობაში მიმოსვლის შესაძლებლობა შეზღუდეს.

ეს საოჯახო სასტუმროების მფლობელების რიგით მე-4 საპროტესტო აქციაა. მათი მოთხოვნა კი კვლავ უცვლელია, ისინი ბანკებისა და კერძო საფინანსო ორგანიზაციებისგან აღებული ვალდებულებების შეჩერებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც ისინი საბანკო პროცენტების გადახდას ვერ ახერხებენ.

დღის ამბები