პრემიერ-მინისტრმა ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი მოინახულა, რომლის სრული რეაბილიტაცია ფონდმა "ქართუმ" დააფინანსა.
ფონდ "ქართუს" დაფინანსებითვე, სახლ-მუზეუმის მიმდებარედ წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსი და სამრევლო სკოლა აშენდა.
მემორიალური სახლის რეაბილიტაციისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში 13 მილიონი ლარი დაიხარჯა.
"სოფელ ხიბულაში პირველი პრეზიდენტის მემორიალური სახლი აღადგინა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. ასევე მისი გადაწყვეტილებით სახლის ტერიტორიაზე აშენდა ულამაზესი ტაძარი და კეთილმოეწყო ტერიტორია, რაშიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფონდის მიერ 13 მილიონი ლარი დაიხარჯა, ამისთვის მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ფონდ "ქართუს," - განაცხადა ღარიბაშვილმა.