პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აბაშაში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის სიძლიერისთვის, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, ვინაიდან ქვეყანა ამის გარეშე ძლიერი ვერ იქნება.
"ჩვენ გვინდა ვიხილოთ ძლიერი საქართველო, ჩვენ რამდენიმე წლის წინ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელმაც ჩამოგვაყალიბა სრულიად ევროპული ტიპის საპარლამენტო სახელმწიფოდ, შეიქმნა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი არის გავაძლიეროთ რეგიონები, რადგან ძლიერი ვერ იქნება საქართველო, თუ არ იქნება ძლიერი რეგიონები, წარმოდგენილი ძლიერი ოჯახებით, ძლიერი თითოეული ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, იშრომოს და შექმნას სარგებელი თავისი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის.
ამიტომ, ეს გრძელვადიანი გეგმა მნიშვნელოვანია ერთმანეთის ჩართულობით განხორციელდეს, ამისთვის აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა," - განაცხადა კახა კუჭავამ.