18 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
პრემიერთან გასაუბრების შემდეგ, სამეგრელოში მიწების საეჭვო გასხვისებაზე ადგილობრივები კვლავ საუბრობენ - არის თუ არა კავშირში ამ ფაქტებთან გახარიას ნათესავი

პრემიერ-მინისტრთან გასაუბრების შემდეგ, სამეგრელოში ადგილობრივები მიწების სავარაუდო მითვისებაზე, ამჯერად, ტელეკამერების წინ საუბრობენ.

აბაშის მკვიდრი თემურ გადელია ჰყვება, რომ სენაკის, მარტვილის და აბაშის მუნიციპალიტეტებში 1700-მდე ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული თხილის პლანტაციები თავდაპირველად კომპანია "ფერეროს" საკუთრებაში იყო, მიწის გასაყიდად აუქციონი თავად კომპანიამ გამოაცხადა, რომელშიც თხილის ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად ყოფილი პრემიერის ნათესავი, თორნიკე ლათათია მონაწილეობდა. სწორედ მან მოიგო აუქციონიც.

მიწების საეჭვო ათვისებაზე საუბრობენ ჩხოროწყუშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთებით თავად უნდა ესარგებლათ, რისი საშუალებაც არ მიეცათ.

გიორგი გახარიას პარტიაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ გიორგი გახარიას ნათესავი თორნიკე ლათათია ნამდვილად სოფლის მეურნეობის ბიზნესშია და სამეგრელოში მიწებს და თხილის პლანტაციებს ფლობს.

სამეგრელოში ჩასულ პრემიერ-მინისტრს ამ საკითხზე ინფორმაცია პირადად მიაწოდეს. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიწების გასხვისების საქმე შესაბამისმა უწყებებმა უნდა მოიკვლიონ.

დღის ამბები