25 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს მარიამობას აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 აგვისტოს მარიამობას აღნიშნავს. ღვთისმშობლის მიძინების დღე 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში მიიძინა. მიძინების შესახებ კი მას, სამი დღით ადრე მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა.

საეკლესიო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგიას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქი მრევლს ტრადიციულად ქადაგებით მიმართავს.

საქართველოში ღვთისმშობელთან დაკავშირებული დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნება, რადგან ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრადაა მიჩნეული.

დღის ამბები