კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შიში სრული აბსურდი და უსამართლობაა. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს და სთხოვს თავიდან აიცილონ ვირუსით სიკვდილი.
"ჩვენ, როგორც ეკლესია, როგორც რელიგია, განსაკუთრებით მსოფლიო საპატრიარქო, პატივს ვცემთ მეცნიერებას, მეცნიერებს, ახალ აღმოჩენებს და მათ ჩვენს ცხოვრებას ვუსაბამებთ," - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.
მსოფლიო პატრიარქმა ისაუბრა ანტივაქსერებზეც და მათი ქმედება უსამართლობად შეაფასა.
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი 28 იანვარს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.