20 აპრილი 2024,   12:22
ვრცლად
აშშ-ში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაორმაგდა, ექიმებისთვის პანდემიის განმავლობაში ყველაზე რთული პერიოდი დადგა

დელტა შტამი თითქმის ყველა ქვეყანაში დომინანტურ სახეს იძენს, მათ შორისაა შოტლანდიაც, სადაც წინა კვირისგან განსხვავებით, პაციენტების რაოდენობა გაორმაგებულია. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინფექციის დინამიკის ასეთი უეცარი ცვლილება შემსუბუქებულმა რეგულაციებმა და ახალი სასწავლო წლის დაწყებამ გამოიწვია. მთავრობა ვირუსთან გამკლავების გზას სკოლებში რეგულარული ტესტირებითა და რეგულაციების გამკაცრებაში ხედავს.

ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაორმაგებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ექიმები აცხადებენ, რომ დელტა შტამთან ბრძოლა მთელი პანდემიის განმავლობაში მათთვის ყველაზე რთული პერიოდი აღმოჩნდა.

ვირუსის 1400-ზე მეტი შემთხვევა ბოლო 24 საათში - ეს ავსტრალიისთვის რეკორდული ციფრებია. მკაცრი შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კრიზისის პირას დგას.

ვირუსის შესაკავებლად რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე მსჯელობენ ახალ ზელანდიაში.

პანდემიის დამარცხების ერთადერთ გზად ვაქცინაციას მიიჩნევს მსოფლიო პატრიარქი. ბართლომეო მოსახლოებას მოუწოდებს, აიცრან და საკუთარი სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დააყენონ.

ამ დროისთვის აცრების რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე სინგაპურია , სადაც ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი აიცრა. თითქმის 6 მილიონიანი სახელმწიფო მალე კოვიდ- შეზღუდვებსაც მოხსნის.

ამ წლის ნოემბრისთვის მოსახლეობის სრულად აცრას გეგმავს იაპონიაც. ბუსეტრ დოზით კი ქვეყნის ჯანდაცვის უწყება სამედიცინო პერსონლსა და ხანდაზმულებს მომავალი წლიდან აცრის.

დღის ამბები