20 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
დაიწყება თუ არა ბავშვების ვაქცინაცია საქართველოში - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭო მსჯელობს

დაიწყება თუ არა ბავშვების ვაქცინაცია საქართველოში? - ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭო მსჯელობს.

იმისთვის, რომ სერიოზული პერიოდის გავლა არ მოგვიწიოს, მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება და დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მოძრავი ვაქცინაციის ცენტრების მოდელის გააქტიურება იგეგმება.

დღეს იმუნიზაციის საბჭოზე ასევე იმსჯელეს 12 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის დაწყების საკითხთან დაკავშირებით, ქვეყანა  ჯანდაცვის ორგანიზაციის მითითებებს ელოდება, მაგრამ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია, არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი ამ ასაკობრივ ჯგუფში ქვეყანაში უფრო ადრე დაიწყოს.

"აგვისტოს ბოლოსთვის უკვე ქვეყანაში ჩატარებული იქნება 1 200 000-მდე აცრა სრულად, აქედან 800 000-მდე პირი იქნება ერთხელ ვაქცინირებული და 400 000-ს მიაღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა.

საბჭო ასევე მსჯელობს იმ წამახალისებელ და მარეგულირებელ ღონისძიებებზე, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ კიდევ მეტ აქტივობას ვაქცინაციის პროგრამაში.

ასევე განიხილება ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება ბავშვთა ასაკის ვაქცინაციას. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დასაწყისი ჰქონდა მოძრავი ვაქცინაციის ცენტრის პროექტს, მაღალი იყო აქტივობა. გაიზრდება კიდევ იმ პუნქტების რაოდენობა, ვინც ასე ავტობუსით მოემსახურება მოსახლეობას. დიდ ქალაქებში - რუსთავზე ვმუშაობთ, ზუგდიდმა გამოხატა ინტერესი," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები