01 სექტემბერი 2026,   16:17
ვრცლად
ყოველდღიურად მძიმე დანაკარგს განვიცდით, ჩვენს ქცევაში რაღაც უნდა შევცვალოთ - თენგიზ ცერცვაძე

79 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით ბოლო 24 საათში - ქვეყანაში კვლავ მძიმე ეპიდვითარებაა. უკვე ერთი საათია საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე საკითხზე მსჯელობენ - მათ შორის, სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე და ბავშვების ვაქცინაციაზე.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების პროგნოზი კი ასეთია - რეგულაციების დაცვის და აცრის შემთხვევაში ქვეყანაში მომდევნო ერთ თვეში ეპიდვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას დღემდე არ აქვს პასუხისმგებლობა გააზრებული, რომელიც ქვეყნის და ხალხის წინაშე აქვთ. 

მისი თქმით, მოსახლეობის დიდ ნაწილს ხალხმრავალი შეკრებებისადმი და პირბადის ტარებისადმი რადიკალურად პოზიცია არ შეუცვლია. 

"მოსახლეობაში არ გაჩნდა იმის განცდა, რომ ვდგევართ დიდი რისკის წინაშე მძიმე პერიოდში. ყოველდღიურად განვიცდით მძიმე დანაკარგს და ამისთვის ჩვენს ქცევაში რამე უნდა შევცვალოთ. 

მე ვერ ვხედავ, რომ მოსახლეობამ რადიკალურად შეცვალა შეკრებებისადმი და პირბადეებისადმი დამოკიდებულება. დავუშვათ ამას აყენებენ ქვეყნის და ხალხის ინტერესებზე უფრო მაღლა.უნდა გაიაზრონ რამხელა რისკია პირადად მათთვის და ქვეყნისთვის,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები