20 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
განმუხურში, ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე, ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს

განმუხურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ზუგდიდში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს. ბიზნესმენ ვლადიმერ ვახანიას მკვლელობის შესახებ საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე პირი უკვე გამოკითხა.

საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა განმუხურის სასტუმროში, სადაც ბიზნესმენის ცხედარი იპოვეს. ვახანიას სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

პოლიცია ამ დრომდე ეძებს მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, რომელმაც ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია, რომელიც საკუთარ მშენებარე სასტუმროში ადგილზე გარდაიცვალა.

საქმეზე გამოძიება სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები