სტიქია წალენჯიხაში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ადგილობრივების სახლებს სახურავები ახადა, მოგლიჯა ღობეები და დააზიანა ავტომობილები.
უამინდობით გამოწვეულ ზარალს ითვლიან დილიდან ლიის ადმინისტრაციაში. ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები. მოსახლეობა დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.