დასავლეთ საქართველოში უამინდობაა - სტიქიამ რეგიონები დააზარალა. წვიმამ აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში მოსავალი გაანადგურა.
დატბორილია სახლები და ეზოები. ზარალს უკვე ითვლიან. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახები დახმარებას მიიღებენ.