დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ 14 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგა, საჭირო გახდება სხვა ალტერნატიული შეზღუდვის დაწესება.
მისივე თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტემპით გაგრძელდება ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევების კლება.
"საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუსტერია, განსაკუთრებით მეტრო, ინფექციის გავრცელების. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ აღდგა, მაშინ სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ შეზღუდვის დაწესების. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ იმ კვირის განმავლობაში რა ტემპით იქნება შემცირება ყოველდღიური ახალი შემთხვევების,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.