20 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
ციციშვილის კლინიკაში გარდაცვლილ 24 დღის ახალშობილს თანმხლები დაავადებები ჰქონდა

ციციშვილის კლინიკაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა, ამბობენ, რომ ბავშვს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ციციშვილის კლინიკაში ამ დროისთვის რეანიმაციაში რამდენიმე ბავშვი იმყოფება, მათ უმეტესობას კი თანმხლები დაავადებები აქვთ. რაც შეეხება მართვით სუნთქვაზე მყოფ ბავშვებს, ექიმების ინფორმაციით მხოლოდ 1 ბავშვი რჩება მართვით სუნთქვაზე. 

იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება შეჩერდეს, სპეციალისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ აცრის პროცესში აქტიურად ჩაერთონ. ვაქცინაცია, როგორც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით მიმდინარეობს. 

ციციშვილის კლინიკაში დღეს გარდაცვლილი ახალშობილი 24 დღის იყო.

დღის ამბები