20 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
111 წლის პაციენტმა, რომელმაც კოვიდინფექცია დაამარცხა, რესპუბლიკური საავადმყოფო ცოტა ხნის წინ დატოვა

რესპუბლიკური საავადმყოფო 111 წლის ქალმა კოვიდინფექციის დამარცხების შემდეგ ცოტა ხნის წინ დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 111 წლის ქალი დაახლოებით 10 დღე მკურნალობდა. ის კლინიკაში დიანფიცირებისთანავე შეიყვანეს.

პაციენტი ლეონილა გვაჯავა თავის 80 წლის შვილთან, გურამ ქვარცხავასთან ერთად კლინიკაში მკურნალობდა. 

"ძალიან კარგად ვგრძნობ თავს" - ამის შესახებ მან კლინიკიდან გამოწერის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, 111 წლის პაციენტი საკმაოდ ემორჩილებოდა ექიმების მითითებებს, მან სრულად გაიარა მკურნალობის კურსი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღემდე რჩება მისი 80 წლის შვილი. საავადმყოფოს ინფორმაციით, ის დღეს უნდა გამოეწერათ, თუმცა შესაძლოა, ხვალ ვიხილოთ გამოწერილთა სიაში.

დღის ამბები