20 ნოემბერი 2024,   05:15
ვრცლად
მოკრივე ავთანდილ ხურციძე, სავარაუდოდ, ამერიკის საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა.  

მოკრივის გათავისუფლებას ელოდებიან ქუთაისში, მის ოჯახში, თუმცა ამბობენ, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ. მოკრივის დედის, მაყვალა ხურციძის ინფორმაციით, ის ესაუბრა შვილს და ელოდება, რომ საპატიმროს დატოვებს.

ოჯახი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეეძლო ავთანდილ ხურციძის უდანაშაულობის დამტკიცება. ავთანდილ ხურციძე 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა ედებოდა.

დღის ამბები