02 მაისი 2024,   15:32
ვრცლად
რუსეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა

რუსეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა. შემთხვევის გამო 17-მა ადამიანმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. აფეთქების დროს კორპუსის გარე კედელი ჩამოინგრა და 24 ბინა დაზიანდა.

ინციდენტი ქალაქ ნოგინსკში საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.

დღის ამბები