ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის საქმე - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვის მამიდა ნუგბარ მურსაგულოვი მისი ძმისშვილის შესახებ გარკვეულ დეტალებზე საუბრობს.
ბრალდებულის ოჯახის წევრის თქმით, მკვლელობის დღეს მისი ძმისშვილი სახლში იმყოფებოდა.
ნუგბარ მურსაგულოვს სხვა არგუმენტიც მოჰყავს, რის საფუძველზეც გამორიცხავს, რომ რაფაელ მურსაკულოვს შეეძლო მკვლელობა ჩაედინა.
ბრალდებულის მამიდა ასევე განმარტავს, თუ რატომ იყო ნასამართლევი მურსაკულოვი წარსულში.
"ეს ბავშვი კაცს ვერ მოკლავდა, მკვდრის ეშინია.
კი, ადრე ყოფილა ნასამართლევი. უპატრონო ბავშვი იყო, გორაზე რომ ეყარა სპილენძები, რაღაცები, წავიდა, ეგენი აკრიფა, ჩავაბარებ, ფული მექნებაო.
სად იყო შემთხვევის დღეს, იყო თუ არა სახლში - პასუხობს: ჩემი ხელით ვაჭამე, ჩაიც დავუსხი, დავალევინე," - განაცხადა ნუგბარ მურსაგულოვამ.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლემ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.