თბილისის მერიასთან ახალგაზრდა "ლეიბორისტების" აქცია-პერფორმანსი გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დედაქალაქში მდებარე უფასო სასადილოებში, სადაც ქალაქის ყველაზე გაჭირვებული ფენა დადის, მათთვის განკუთვნილი დღის რაციონი საკმარისი არ არის.
"ლეიბორისტული" პარტიის მერობის კანდიდატი მოსახლეობას ჰპირდება, მისი არჩევის შემთხვევაში გაჭირვებულ საზოგადოებას ვაუჩერი დაურიგდება, რომლითაც საკვების ყიდვას მაღაზიაში თავად შეძლებენ.
"ჩემი მერობის შემთხვევაში მე ვდებ პირობას, რომ ყველა სოციალურად დაუცველს დაურიგდება სასურსათო ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც მაღაზიებში თავად იყიდიან პროდუქტებს და თავად წაიღებენ სახლში და შეჭამენ ღირსეულ გარემოში. არ არის აუცილებელი კოლექტიური სასადილოები არსებობდეს," - განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა.