20 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
უკრაინაში მეგის ქარდავას საქმის მოსამართლე გარდაცვლილი იპოვნეს

უკრაინაში მოკლული ნახეს მოსამართლე, რომელმაც ორი დღის წინ საქართველოს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას ექსტრადირების საქმე განიხილა და საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯა.

ვიტალი პისანცის ცხედარს კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში, მისი მეგობრის სახლში მიაგნეს. უკრაინული მედია წერს, რომ 53 წლის მოსამართლე გარდაცვალებამდე სახლში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა.

ამ დროისთვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია. უკრაინული პრესა არ გამორიცხავს, რომ ფაქტი მოსამართლის საქმიანობას უკავშირდებოდეს.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები მოსამართლის გარდაცვალების ფაქტს მეგის ქარდავას საქმეს უკავშირებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

ამასთანავე, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების შესახებ მორიგი პროცესი ხვალ, 13 სექტემბერს არის ჩანიშნული.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში. 

 

დღის ამბები