20 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
სტუდენტებს ვაქცინაციის ცნობას ან კვირაში ერთხელ PCR ტესტის ჩატარებას მოსთხოვენ - ვის ეხება ახალი რეგულაცია

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ სტუდენტებს, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურად, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა.

მისივე თქმით, აცრის დამადასტურებელი მოწმობის საპირწონედ, სტუდენტს შეუძლია წარადგინოს საკუთარი ხარჯით, კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ან 6 თვის განმავლობაში გადატანილი კოვიდის შესახებ ცნობა.  

დღის ამბები